სწავლა 84. კეთილად ხმარებისათვის სიმდიდრისა

ისმინეთ, საყვარელნო, მაცხოვრისა, ვითარმედ: „არავის ძალუძს მსახურებად Iღმრთისა და IIმამონასა, არამედ ერთისა უხმს შეყვარებაჲ და მეორისა მოძულებაჲ”[მთ. 6,24; ლკ. 16,13]. და რომელნიცა მძლე ექმნნენ ვეცხლისმოყვარებასა, მათცა შეიყვარეს ღმერთი, ვითარცა ჯერ არს; ხოლო რომელნი იძლივნეს მის მიერ, იგინიცა დაეცნეს. და რამეთუ ვეცხლისმოყვარებისა მიერ ძლეული ადრე იძლევის ყოველთაგან ვნებათა, განმარისხებელთა ღმრთისათა, ვინათგან მონა არს ყოვლისა ბოროტის მოყვარისა. არამედ განიფრთხვეთ და აღსდეგით და გულისჴმა ჰყავთ, თუ ვისი სახელი წოდებულ არს ჩვენ ზედა და ვისი ვართ მონაჲ? და მისი ოდენ მეუფება ვადიდოთ. ვსტიროდეთ და ვიგლოვდეთ პირველთა მათ ჟამთა, რომელთა შინა ვჰმონეთ მამონასა, განვაგდოთ ჩვენგან მძიმე იგი უღელი მისი და ვიტვირთოთ ტკბილი იგი და მსუბუქი უღელი ქრისტესი. რამეთუ ქრისტე არარას გვიბრძანებს ესევითარსა, ვითარ იგი მამონაჲ. რამეთუ იგი გვეტყვის, რათა ყოველთა მტერ ვიყვნეთ, ხოლო ქრისტე უფროსად გვამცნებს სიყვარულსა. იგი თიხასა შინა და მწვირესა დაგუფლავს, რამეთუ ოქრო და ვეცხლი თიხა არს და მწვირე. ხოლო ქრისტე აღგვამაღლებს ნივთთაგან ქვეყანისათა და გვიბრძანებს ზრუნვად საუნჯისა მისთვის ზეცათასა. იგი აქაცა შრომით და ურვით წარაგებს ცხოვრებასა ჩვენსა და მუნ თანამდებ გვყოფს ცეცხლისა მის უშრეტისა. ხოლო ქრისტე სასმელისათვისცა ერთისა გრილისა წყლისა მოგუცემს სასყიდელსა მოუკლებელად და უფროსად მრავალწილად. ვითარ უკუჱ არა სირცხვილ არს ესევითარისა სახიერისა და ტკბილისა უფლისა წილ ესრეთ უკეთურისა მძლავრისა მონებაჲ?! რომელი იგი არცა აქა რას მოგვცემს სარგებელსა, არცა მუნ, არამედ უმეტესად ტანჯვასა და ჭირსა ორკერძოვე მორჩილთა მისთა. რამეთუ უმეტესნი ჯოჯოხეთს მიმავალნი ამის მიერ მივლენ, რამეთუ ოქროჲ შეიყვარეს და გლახაკნი არა შეიწყნარეს. რომელი იგი რათა ჩვენ ზედაცა არა მოიწიოს, განვაბნიოთ, ძმანო, საფასე და მივსცეთ გლახაკთა და განვათავისუფლნეთ სულნი ჩვენნი აქაცა ზრუნვათაგან და მუნ სატანჯველთაგან. და დავიუნჯნეთ ზეცისა კეთილთა სიმრავლე: ოქროჲსა წილ – ბრწყინვალენი გვირგვინნი, საფასეთა წილ – საუნჯენი ცათა შინა მოუკლებელნი. რათა წარმოსდგენ მოწყალებანი ჩვენნი წინაშე საყდრისა და მოწყალე ჰყონ ჩვენ ზედა მსაჯული და ჴელი აღგვიპყრან და აღვფრინდეთ ფრთითა უბრწყინვალეს ოქროჲსათა. და ესრეთ სავანეთა მათ სასუფეველისათა განვისვენოთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.