სწავლა 87. სასუფეველის დიდებისათვისვე
საყვარელნო, უფალი დიდებისა იტყვის: „მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა, დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა”(იო. 17,5). ესევითარი უკუჱ დიდებაჲ ჩვენცა ვჰპოვოთ, ძმანო, საზომისაებრ ჩვენისა, უკეთუ ვიღვაწოთ. ამისთვისცა მოციქული იტყვის: „უკეთუ მისთანა ვივნოთ, მისთანაცა ვიდიდნეთ”(რომ. 8,17).
ხოლო ჩვენ ბევრეულთა ცრემლთა ღირს ვართ, რომელთა წინა გვიძს ესოდენი დიდებაჲ და ჩვენ უდებებისათვის ჩვენისა დავიჭირვებთ ამას ყოველი, რამეთუ დაღაცათუმცა არა იყო გეენიაჲ, საწყალობელვე ვართ, რომელთა ესე გვაქვს ჴელმწიფება, რათა უკეთუ გვენებოს, ვსუფევდეთ ძისა თანა ღმრთისასა და ჩვენ დაკლებულ ვყვნეთ თავნი ჩვენნი მის ყოვლისაგან. რამეთუ, დაღაცათუმცა ჯერ იყო ასოეულად დაჭრაჲ და ბევრეულითამცა სიკუდილითა სიკუდილი და ბევრეულთა სულთა მიცემაჲ, და ესეზომთავე ჴორცთა, მის დიდებისათვის არარაჲვე იყო.
ხოლო აწ ჩვენ საფასეთაცა არა შეურაცხ ვჰყოფთ მის დიდებისათვის, რომელთაგან შემდგომად მცირედისა უნებლიეთცა განშორებად ვართ. არა უგულებელს ვჰყოფთ საფასეთა, რომელნი იგი ბევრეულთა ბოროტთა შინა შთამთხევენ ჩვენ და რომელნი აქავე დარჩებიან და არა ჩვენნი არიან.
ხოლო ვინათგან არა მის დიდებისა ოდენ დაჭირვება წინამდებარე არს, არამედ გეენიაცა და „მატლი დაუსრულებელი, ცეცხლი დაუშრეტელი, ღრჭენა კბილთა“[მრკ.9,46; მთ. 8,12] და ყოველი სატანჯველი, ვითარმე თავს ვიდვათ იგი ყოველი.
ვიდრემდის არა აღვიხილავთ თუალთა ჩვენთა, არამედ მარადღე შფოთთა შინა ვართ და მხილებათა და სიტყვათა ამაოთა. მიწასა ვზრდით, რამეთუ ჴორცნი ესე ჩვენნი მიწანი არიან, რომელთა ვაპოხებთ და სული უდებ გვიყოფიეს და ჭეშმარიტსა დიდებასა არა ვეძიებთ. ხოლო ურგებთა დიდებათათვის ვზრუნავთ, და ბრწყინვალებსა საყოფლებსა აღვაშენებთ და მოვიგებთ ტაძართა მრავალფასისათა და სიმრავლესა მონათასა, და მნეთა დავადგინებთ და ყოველთა ზედა მთავართა და მთავრის მთავართა, ხოლო სული ჩვენი ოხრად სდგას, და ყოვლადვე არა ვზრუნავთ მისთვის, რაჲმე ყოფად არს ამის ყოვლისა დასასრული? არა ერთსა მუცელსა აღვავსებთაა, ერთსა გუამსა შევმოსთაა? რაჲ არს ესეოდენი ესე ამბოხებაჲ, რად აღვაოხრებთ ერთსა მას სულსა, რომელნი ხდომილ არს ჩვენდა და შევაგინებთ მას და ბოროტსა მონებასა შინა ჴორცთასა შთავაგდებთ?
რამეთუ რომელი მრავალსა ეძიებდეს, მრავალთა მონა არს, და ანგელოსნი ამისთვის სანატრელ არიან, რომელ არარაჲ ეხმარებიან ესევითარნი ზრუნვანი. და ჩვენცა რაოდენ ნაკლულევანებით ვიყვნეთ, ანგელოსთა ცხოვრებასა მივეახლებით. არა ამისთვის ვნატრითაა ადამს, რამეთუ არარაჲ ეხმარებოდა სამოთხესა რა იყო, არცა სახლი, არცა სამოსელი, არცა სხუა რაჲ ამის სოფლისაგანი? ხოლო ჩვენ რაჲსათვის აღვაორძინებთ ანგაჰარებასა და დავაკლდებით ზეცისა დიდებისა აზნაურებასა?
განვიფრთხოთ უკუჱ, საყვარელნო, და განვაგდოთ მონაგებთა ჩვენთა მონებაჲ, რათა მოვიგოთ ჭეშმარიტი იგი აზნაურებაჲ, და ღირს ვიქმნეთ ზეცისა დაუსრულებელსა დიდებასა დამკვიდრებად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.