სწავლა 9. მღუდელთა პატივისათვის

საყვარელნო ძმანო, ვისწრაფოთ ყოველთა, რათა მადლი სულისა წმიდისა იყოს ჩვენთანა და მღუდელთა დიდითა პატივითა პატივს ვსცემდეთ, რამეთუ დიდ არს პატივი მღუდელთა და მათ აქუს მადლი სულისა წმიდისა, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: „დაემორჩილენით წინა¬მძღვართა თქვენთა”(ებრ. 13,17). რამეთუ შენ ჰზრუნავ თავისა შენისა და უკეთუ საქმენი შენნი ჰქმნე კეთილად, სხუათათვის არარაჲ ზრუნვა გაქვს. ხოლო მღუდელი, დაღაცათუ თვით სათნო იყოს და შენსა ცხოვრებასა არა კეთილად განაგებდეს, უკეთურთა თანა გეენიად წარვალს, და მრავალგზის თვით კეთილად არნ, – და თქვენთა საქმეთათვის წარწყმდის, უკეთუ ყოველი, რომელი მისდა ჯერ იყოს ქმნაჲ მოსწრაფებისა და არა ჰქმნას. ამისთვის უკუჱ ჯერ არს, რათა პატივ სცემდეთ მღუდელთა, რამეთუ ესე მოასწავა მოციქულმან, ვითარმედ: „იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის, რამეთუ სიტყვისა თანააძს მიცემაჲ“[ებრ. 13,17]. ამისთვის ჯერ არს, რათა პატივს ვცემდეთ მღუდელთა, რამეთუ ესრეთ უმეტესად ძალუძს მოსწრაფება თქვენთვის. უკეთუ კულა თქვენ შეურაცხ ჰყოფდეთ, ბოროტად ყოფად არს საქმენი თქვენნი და იგინიცა დაიხსნებიან შეწევნად თქვენდა. ისმინე, უფალი რაჲსა იტყვის, ვითარმედ: „საყდართა ზედა მოსესსა დასხდენ მწიგნობარნი და ჶარისეველნი. ყოველსა უკუჱ რაოდენსა გეტყოდენ ქმნად, იქმოდეთ”[მთ. 23,2-3]. ხოლო აწ ვერვინ იტყვის, თუ: „მოსეს საყდარსა ზედა დასხდენ მღუდელნი, არამედ ქრისტესსა, რამეთუ მისი სწავლა აქუს.“ არა ხედავა, რამეთუ მთავართა სოფლისათა ყოველნი მორჩილებენ, დაღაცათუ უმჯობეს მათსა იყვნენ? და უკეთუ რომელი კაცმან დაადგინოს, ესრეთ არს, ხოლო ღმრთისა დადგინებულთა არა უფროსად ჯერ არსა პატივისცემაჲ? რაჲ უკუჱ სიტყვა აქუნდეს, რომელთადა ბრძანებულ არს, არა განკითხვა მოყვსისა, და იგინი მღუდელთა აგინებენ და შეასმენენ. ხოლო ამას რა ვიტყვი, არათუ ამისთვის, ვითარმედ, რომელნი მოუხდებიან მღუდელობასა არა ღირსებით, კეთილმცა იყვნეს, არამედ ფრიადცა საწყალობელ და ღირს ტანჯვისა არიან. არამედ მათთა სამწყსოთა არავე უხმს მათი შეურაცხყოფაჲ. რამეთუ უკეთუ შენ კეთილად იყო, მისისა ბოროტისაგან შენ არარაჲ გევნების. და უკეთუ ღმერთმან ვირისა მიერ სწავლა გამოაჩინა და მოგვისა მიერ კურთხევა მოჰფინა, თქვენმცა არა მოგცაა მადლი მღუდელთა მიერ და სული წმიდა მოგანიჭა? რამეთუ არცა წმიდა სიწმიდითა თვისითა მოიყვანებს მადლსა მას, არამედ მადლი იგი იქმს ყოველსავე. რამეთუ არათუ კაცი, მღუდელი, არამედ არცა ანგელოსი, არცა მთავარანგელოსი, რასა იქმს ნიჭთა მათ შინა ღმრთისათა, არამედ მამაჲ და ძეჲ და სული წმიდაჲ არს, რომელი ყოველსავე განაგებს. ხოლო მღუდელი თვისსა ენასა ავასხებს და ჴელსა მისცემს, რამეთუ რადმცა ეთნებოდა მადლსა მას მღუდლისა მიერ მორწმუნეთა ზედა. ამისთვის უკუჱ რომელთა ესე უწყით, ღმრთისაგანცა გვეშინოდენ და მღუდელთა პატივს ვსცემდეთ, რათა ესრეთ სასყიდელი მოვიღოთ ღმრთისაგან, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.