სწავლა 91. კვალად ქრისტეანეთათვისვე
საყვარელნო, ქრისტეანესა ჰშვენის, რათა იყოს მარადის აღმასრულებელ მცნებათა ქრისტესთა, აქუნდეს გულისჴმისყოფა და წურთა სამღთოთა წერილთა, ხსენება სიკუდილისა და სასჯელისა, მოწყალება, სახიერება, სიწმიდე და ხსენება ქრისტეს ვნებათა.
უკეთუ ესენი მოვიგნეთ, და ამათ მიერ წმიდა იქმნას სული და ღირს შეწყნარებად უდიდესსა საიდუმლოსა, რომლისა ძლით შემძლებელ არს კაცი ყოველთაგან ვნებათა განთავისუფლებად.
ხოლო რაჲ არს საიდუმლო იგი, რომლისათვის უხმს პირველვე განმზადებაჲ და განწმედაჲ სულისა, რათა შეუძლოს მოღებად მისსა? ესე იგი არს ყოვლად პატიოსანი და უხრწნელი ჴორცი და სისხლი ქრისტესი. უკეთუ ჰპოვოს მან სული კეთილად განმზადებული და ღირსებით შეწყნარებად მისა, ყოველი ვნება იოტოს მისგან, ყოველი სიმყრალე განასუნნელოს, ყოველი ბნელი მისი განანათლოს, და მერმე ცხოვრებდეს სული იგი ცხოვრებითა მით სამღთოჲთა და იქმნას სამკვიდრებელ ქრისტესა და უფროსღა ქრისტეშემოსილ.
აწ უკუჱ, საყვარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩვენნი და მოსწრაფე ვიყვნეთ აღსრულებად ქრისტეს მცნებათა და ზიარ ყოვლადდიდებულთა საიდუმლოთა მისთა, საგზლად ცხოვრებისა მის საუკუნოსა და განმზადებულ თანაწარუვალისა სიკუდილისათვის, რათა მივემსგავსნეთ ქრისტესა. და ესრეთ ჭეშმარიტ ქრისტეანე ვიქმნეთ, „მისთანა ვივნოთ და მისთანაცა ვიდიდნეთ“(რომ. 8,17) დიდებასა მას ზეცისასა, „რომლისა მსგავსი თუალმან არა იხილა, ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა მისთა“[1 კორ. 2,9], რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.