სწავლა 92. თავი ლა [31]. ქრისტეანეთა მიცვალებისათვის

საყვარელნო, ქრისტეანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ და მიუწოდენ მონასა მას ღმრთისასა. ჵ, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, ვითარ საშინელი და შესაძრწუნებელი და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა სამღთოჲსა.ვითარ განვალს სული ჴორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანმე და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაცა კაცისა შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან; განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან, განვალს დილეგისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან და მივალს განსვენებად. რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ჴორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავნ; და ვითარცა მეფე შარავანდითა შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული განმავალი ჴორცთაგან და მიმავალი ღმრთისა დიდებასა. ამას უკუჱ ესევითარსა საქმესა სამღთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველისსაქმესა და სამღთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა. ესე არს წესი ქრისტეანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.