სწავლა 95. თავი ლბ [32]. შემდგომად სიკუდილისა მოწყალებისათვის
საყვარელნო, არს უკანასკნელად აღმოვფშვინვადმდე მოწყალებაჲ ღმრთისა სათნომყოფელი, და შემდგომად სიკუდილისაცა. გარნა არა ეგრეთ, ვითარცა ცხოველყოფასა, არამედ უკეთუ ჭეშმარიტად ჰქმნე რომლითამე სახითა, მუნვე აღუწერიეს ქრისტესა.
მიეც მას ნაწილი მონაგებთაგან შენთა. უკეთუ არა გამოზარდე ცოცხალმან მშიარი, მაშა განსლვასა შენსა ჰყავ ესე. ოდეს არღარა უფალ საქონლისა შენისა ხარ, სთქუ და მიეც ქრისტესა ნაწილი რაჲმე მაშინ და დაჰხსენ ვნებაჲ უწყალოებისა შენისა და მით მიემთხვიო წყალობასა.
ვინათგან არა გამოზარდე ქრისტე ცოცხალ მყოფმან, აწ მიეც იგი ნებსით, რომელი მას მოუცემიეს შენდა, რომელი არღარა არს შენი. რამეთუ მრავალნი კაცნი მეყსა შინა მოსწყდეს, ხოლო შენ მოგანიჭა ღმერთმან განგება მონაგებისა შენისა. უკეთუ არა ჰქმენ ცხოვრებასა შენსა სარგებელი სულისა შენისათვის, აწ ჰყავ კეთილი ჟამსა სიკუდილისა შენისასა.
უკეთუ არცაღა აწ ჰყო, ვინ იყოს შემწე შენდა წინამოსაჯულისა შენისა? რამეთუ ოდეს იყავ ცხოველ, ვითარცა უკუდავსა გეპყრნეს მონაგებნი შენნი, ხოლო აწ განაგდე ბოროტი ჩვეულება, რამეთუ მოკუდავ ხარ.
კვალად მნებავს თქმად, უკეთუ ისმინო შენ ეგრეთ შეპყრობილმან ძრწოლითა, ვითარმედ: აღრაცხე მონათა შენთა თანა მეუფეცა შენი. რაოდენი აწ გნებავს მიცემა მონათა, მიეც ქრისტესაცა, რათა შიმშილისაგან და წყურვილისა და შიშვლოებისა და საპყრობილისა განთავისუფლდე, ვინათგან არა ჰქმენ სიცოცხლესა.
არა შეიკდემაა აქა აწ თქმულთაგან? ხოლო აჰა, ესერა განხვიდე და ფრიად უძვირესი ამისა ისმინო მუნ და მიიღო მოუთმენელი სატანჯველი. რამეთუ გეგულების თქმად, ვითარმედ: „ვისა მიმართ მივივლტოდეო და ვისამე ვხადოდე შემწედ ჩემდა? აბრაჰამსა? არა ისმინოს. ანუ მამასა, გინა პაპასა? არამედ ესენი უკუჱ ვერ შემძლებელ არიან ხსნად ჩემდაო“.
გარნა უკეთუ აქამომდე იყავ ფიცხელ და უწყალო, ხოლო აწ იქმენ ლმობიერ და მოწყალე გლახაკთა მიმართ, და იგინი ევედრნენ შენთვის და მიემთხვიო ცხოვრებასა საუკუნესა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.