თხრობა სულიერი ნთ [59]. უმანკოებისათვის სათნოჲსა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „უმანკო იყვენით, ვითარცა ტრედნი“[მთ. 10,16]. საყვარელნო, უმანკოება და სიწრფოება ტრედის მსგავსება არს, რომლისა სახედ გამოსჩნდა სული წმიდა, რომლისათვისცა ილოცავს მგალობელი: „სული წრფელი განმიახლენ გუამსა ჩემსა“(ფს. 50,12). ნამდვილვე უმანკონი და წრფელნი საყვარელ არიან ღმრთისა მიერ, საქებელ ანგელოსთა და სანატრელ კაცთაგან. რამეთუ იყო ვინმე კაცი უმანკო და წრფელი, რომელმან სიტყვისაებრ წმიდისა სახარებისა: „განჰყიდა ყოველი მონაგები თვისი და მისცა გლახაკთა“[მთ. 19,21], და თვით გლახაკ იქმნა ქრისტესთვის და შეუდგა მას ჭეშმარიტებით. და ვინათგან გლახაკ იყო სანატრელი იგი, ითხოვა ოდესმე ძმისაგან სესხებით ერთი დრაჰკანი. და იყიდა სელი ჴელთსაქმრად. და მოვიდა ვინმე ძმათაგანი და ჰრქუა: „მამაო პატიოსანო, მომეც მე მცირედი სელი სიყვარულად, რათა ვქმნე კვართი“. ხოლო მან სიხარულით მისცა ნახევარი სელისა მის. და კვალად სხუა ძმა მოვიდა და ჰრქუა: „მამო წმიდაო, ჰყავ სიყვარული და მომეც მე მოწყალებად მცირედ სელი ჴელთსაქმრად ჩემდა“. და ნახევარიცა იგი მას მისცა უდრტვინველად მან ნეტარმან. და შემდგომად მოვიდა უფალი დრაჰკნისა მის და სთხოვდა. ხოლო იგი, ვინათგან უღონო იყო მიცემად, წარვიდა წინამძღვრისადა, რათა სთხოვოს მას მოწყალებად. და იხილა გზასა ზედა ერთი დრაჰკანი. ილოცა და არა აღიღო, რამეთუ საცთურსა ჰგონებდა ეშმაკისასა და უკმოიქცა. კვალად სხუასა დღესა სთხოვდა უფალი იგი დრაჰკანისა, ვითარმედ სახმარ ჩემდა არსო. ხოლო იგი წარვიდა წინამძღვრისად და იხილა იგივე დრაჰკანი მასვე ადგილსა. ილოცა და არა აღიღო. კვალადცა ითხოვდა უფალი დრაჰკანისა. წარვიდა და იხილა იგივე დრაჰკანი, ჰყო ლოცვა და აღიღო და მიართუა წინამძღვარსა მეტყველმან: „ღმერთშემოსილო მამაო, მოვიდოდი სიწმიდისა მომართ შენისა და ესე დრაჰკანი ვჰპოვე გზასა ზედა, ნუუკუჱ დავარდა ვისმე? და მიუმცენ ძმათა. უკეთუ საცნაურ იქმნას უფალი მისი, წარიღოს“. ხოლო სამ დღე ჰქადაგებდენ მონასტერსა შინა და არავინ იპოვა, რომელსაცა წარეწყმიდა დრაჰკანი იგი. მერმე ჰრქუა უმანკომან და წრფელმან კაცმან ღმრთისამან: „წმიდაო ღმრთისაო, ვინათგან არავინ არს უფალი მისი, მომეც მე ეგე სიყვარულად, რათა მივსცე ძმასა მას, რომლისა თანამაძს ერთი დრაჰკანი და მისთვის მოვიდოდი ვედრებად შენდა, ღმრთივსულიერო მამაო“. ესერა ესმათ ყოველთა, დაუკვირდათ უმანკოება და სიწრფოება და გონებისა მისისა სიკეთე და ადიდებდენ ღმრთისა სახიერებასა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, მოვიგოთ ჩვენცა უმანკოება და სიწრფოება, რათა მივიწივნეთ უვნებელობასა და უვნებელობისა მიერ აღვიდეთ თავსა სათნოებათა სრულებასა, რომლისათვის ბრძანებს უფალი: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს“(მთ. 5,48). ვიქმნეთ, საყვარელნო, უმანკო სულითა, წრფელ გონებითა და მოწყალე გულითა, საქმითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მოწყალენი, ვითარცა ტრედნი, ფრთითა ოქროჲსა ფერისათა აღფრინდებიან და ზეცისა კამარათა უზესთაეს ამაღლდებიან და შინაგან სამყაროსა სასუფეველსა ღმრთისასა დაიმკვიდრებენ საუკუნოდ. რამეთუ „შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“(ლკ. 18,27), ყოვლადსახიერისა, ტკბილისა და კაცთმოყვარისა. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, სათნოებათა ტრფიალნო, შევიმოსოთ: მოწყალება, შეწყნარება, სახიერება, სიტკბოება, სიწრფოება და უმანკოება. რომელი „გვთხოვდეს მივჰსცეთ და რომელსა უნდეს სესხებად ჩვენგან, ნუ გარე მივიქცევით“[მთ. 5,42]. და ესრეთ ყოვლით კერძო ქრისტეს მცნებათა აღვასრულებდეთ კეთილად და ღმრთივშვენიერად. და სათნო ვეყვნეთ იესო ტკბილსა, მზესა მას სიმართლისასა, რათა ღირს ვიქნეთ დამკვიდრებად დიდად დიდებულსა დიდებასა, და ყოვლადნათელსა ბრწყინვალებასა და ფრიად სანატრელსა ელვარებასა, რომელი განმზადებულ არს მეუფისა მიერ ჭეშმარიტთა მოწყალეთათვის, რომელსა ღირს­მცა ქმნულ ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.