შესავალი
დღევანდელობაში, როგორც წესი, ძირითადად ქართველ კლასიკოსთა ტომეულები, თემატური ან ჟანრობრივი ხასიათის კრებულები ქვეყნდება. უფრო იშვიათად ვხვდებით ცალკეულად, ერთი ნაწარმოების გამოქვეყნების შემთხვევებს. არადა ასეთი პუბლიკაციები ერთი მხრივ კომპაქტურია და მეორე მხრივ იოლად ხელმისაწვდომი ფართო მკითხველისათვის.
ამჯერად ვაქვეყნებთ ქართველი ერის ბუმბერაზი მოაზროვნის ილია მართლის (ილია ჭავჭავაძე) ნოველას „სარჩობელაზედ“, რომელიც ქართული ლიტერატურის მართლაც შედევრია.
თხზულება მკითხველს დააფიქრებს სინდისის, სიკეთის, გულგრილობის და ბოროტების მცნებათა შესახებ.