ნესტანისაგან ტარიელის ხმობა

- ნესტანმა შემომითვალა, მასთან მივსულიყავი. წავედი. ასმათი მომეგება და ნესტანთან შემიძღვა. ნესტანმა არაფერი მითხრა, მხოლოდ ალერსიანად მიყურებდა, როგორც ახლობელს. მერე ასმათს უხმო. მათ რაღაც ისაუბრეს. ასმათი ჩემთან მოვიდა და ჩუმად მითხრა, - ახლა წადი, ვერ დაგელაპარაკებაო. მე დამწუხრებული წამოვედი, მაგრამ ასმათმა დამამშვიდა, - მხოლოდ დაიმორცხვაო. ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარეთ შიგან ბაღი; მითხრა: „ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი; სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.“ მე ვთხოვე, თუ რაიმე შეიცვლებოდა, მაშინვე შეეტყობინებინა ჩემთვის. მცირე კომენტარი: ნესტანის დამორცხვება სრულიად ბუნებრივი და ფსიქოლოგიურად დამაჯარებელია. იგი ხომ ტარიელს პირველად შეხვდა სასაუბროდ. ეს ეპიზოდი, შეიძლება, ზედმეტადაც მოგვეჩვენეს, მაგრამ ასეთ ფსიქოლოგიურად ზუსტ და დამაჯერებელ დეტალებს რუსთველი დიდ ყურადღებას აქცევს.