წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მიწერილი

- ხატაეთის მეფემ რამაზმა საპასუხო წერილი გამომიგზავნა, - განაგრძობს ტარიელი. მოეწერა: „რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა. გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა! რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა? ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენმიერსა!“ მე ლაშქრის შეკრების ბრძანება გავეცი. აღლუმი ვნახე და მომეწონა ლაშქრის მზადყოფნა. ინდოეთის დროშა აღვმართე და სალაშქროდ გავემზადე, მაგრამ წასვლამდე ნესტანის ნახვა მინდოდა. თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: „მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!“