შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

- როდესაც ფრიდონი მომჯობინდა, ჩვენ სასტიკად დავამარცხეთ მისი მტრები. მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა; დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა; კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა! აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა. . . . ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია, კვლა შევებენით, შეიქმნეს ომისა სიფიცხენია, მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიმკვირცხენია, იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია. . . . მათნი ლაშქარნი გაგვექცეს, ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით, ფიცხლა წავუღეთ ქალაქი, არ თავი გავაზანტენით. . . . ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა. თვით ორნივე ბიძასძენი დაპყრობილნი წამოასხნა. მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა; ჩემი თქვეს, თუ: „ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!“ ფრიდონმა და მისი ქალაქის მცხოვრებლებმა დიდი ზეიმი გადაიხადეს გამარჯვების აღსანიშნავად. მე სევდა მკლავდა, ჩემი ამბავი კი არავინ იცოდა.