ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი

ავთანდილმა შერმადინს აუხსნა, რომ რადგან მეფე არ უშვებდა, იძულებული ხდებოდა, გაპარულიყო. შერმადინს თხოვა, რომ, როგორც გასულ სამ წელს გასწია უმისობა, ახლაც ასე გაეგრძელებინა - მისი ლაშქრისათვის ეპატრონა, მტრებს საკადრისად დახვედროდა. შერმადინი ძალიან დააღონა ამ ამბავმა. ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი; მოახსენა: „მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი! მაგრა რა ვქნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი! წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი.“ ავთანდილმა შერმადინს უარი უთხრა შეთავაზებაზე, - მჯერა, რომ ჩემი სიყვარული გაქვს, მაგრამ შენს გარდა ვის მივანდო ჩემი სახლი და სამეფო, თანაც მიჯნური ვარ, მარტოდ გაჭრა კი მიჯნურის მოვალეობააო. „თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად; არ მარტო უნდა დაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად? გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად! ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად!“ მაგრამ, გარდა იმისა, რომ ავთანდილი ჭეშმარიტი მიჯნურის თვისებების მქონეა, იგი ამავე დროს მართლაც რომ სწორუპოვარი და დიდბუნებოვანი რაინდია და თვითონაც კარგად იცის თავის ფასი: „მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად; ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად? მას თუ დავსთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?“ ავთანდილმა შერმადინს როსტევანისათვის მისართმევად ანდერძი გადასცა. „აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა; შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა, ამაზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა!“