ბოლოთქმა

დასრულდა ეს წიგნიც. არ ვიცი, მიაღწია თუ არა მან დასახულ მიზანს - მკითხველში პოემის უფრო ღრმად შეცნობის სურვილი აღეძრა. შესაძლოა კი. შესაძლოა არა. შესაძლოა ნაწილობრივ. მაგრამ მთავარი მაინც „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტთან, რუსთველის გენიალურ მხატვრულ ნააზრევთან უშუალო ზიარებაა, და არა პოემის შესახებ შექმნილი ნებისმიერი ნაშრომი. ამ თვალსაზრისით (და აგრეთვე დღევანდელი პოლიტიკურ-სოციალურ-კულტურული სავალალო ფონის გათვალისწინებით) გულწრფელი თვითირონიით ვამბობ (ვახდენ რა შოთა რუსთველის შესახებ XV111 საუკუნის გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, კათალიკოს ანტონ 1-ის ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზირებას): ამაოდ დავშვრი, საწუხ არს ესე.