შესავალი

ოჯახის სიმტკიცე და მის წევრთა ბედნიერება მხოლოდ ოჯახურ სიწმინდეზე, ურთიერთსიყვარულსა და ერთგულებაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული. მტკიცე ოჯახი კი ქვეყნის სიმტკიცის და სიძლიერის საფუძველია. ამასვე გვასწავლის ჩვენი დედაეკლესია, მისი მაღალ­სულიერი მოღვაწენი. ამ მხრივ ფრიად საყურადღებო, უდიდესი სულიერი სარგებლის მომტანი და ჩვენის აზრით, დროულიცაა წმინდა ალექსი ბერის (შუშანია) ეს მცირე მოცულობის კრებული.